რა ბედის ელის გლდანის “თეთრ ტბას” რომელიც წლებია მძიმე ეკოლოგიურ პრობლემას ჰქმნის ადგილობრივებისთვის

წლებია, გლდანის მოსახლეობა "თეთრი ტბის" ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს, ვინაიდან ტბის ტერიტორიაზე წყალი დაშრა და ჭაობად გადაიქცა, მიმდებარე დასახლებისთვის დღითი დღე გაუსაძლის პირობებში უძევთ ყოფნა. დედაქალაქის მერმა რამდენიმე კვირის წინ აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოგვარება დაანონსა თუმცა დღევანდელი განცხადებით ირკვევა, რომ ტბის მოწესრიგებისთვის სამუშაოები დაიწყო.

რა ბედის ელის გლდანის “თეთრ ტბას” რომელიც წლებია მძიმე ეკოლოგიურ პრობლემას ჰქმნის ადგილობრივებისთვის

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალა, გლდანის (თეთრი) ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ტერიტორიის შესწავლა. აღნიშნულ ტბას წლების განმავლობაში ყურადღება არ ექცეოდა, პრობლემა გახდა მისი წყლით
შევსება, რის გამოც, მან დაიწყო დაშრობა, რაც გლდანის მცხოვრებთათვის პრობლემას წარმოადგგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი წერილი შემოვიდა. ამიტომ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალა პრობლემის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ტბის შევსება/გაჯანსაღებისთვის მისი მოცულობის საჭირო ნიშნულამდე გაზრდა
დაიგეგმა. იქედან გამომდინარე, რომ წყლის შევსება ბუნებრივი გზით შეუძლებელია, მისი მოცულობის გაზრდა  შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ბალანსზე არსებული ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის მეშვეობით განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც დაიწყო კონკრეტული ღონისძიებები. ამ ეტაპზე, შეთანხმებული პროექტის მიხედვით, შესაბამისმა სამსახურმა უკვე
დაიწყო შემავსებელი სისტემის მოწყობა, რომელიც უნდა დაერთდეს
ზემოაღნიშნულ წყალგამტარ გვირაბზე. აღნიშნული სამუშაო მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება.