ვინ და რატომ გეგმავს 7 ოქტომბერს გლდანის ტბისთვის აქციას
სამოქალაქო აქტივობა "ჩემი ქალაქი მკლავს" გლდანის ტბის გადასარჩენად, აქციას გეგმავს და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს.
7 ოქტომბერს 17:00 გლდანში, ვეკუას 16 #-დან გლდანის ტბამდე, მშვიდობიანი აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები თვლიან, რომ მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რათა დროულად მოხდეს ტბის გადარჩენა.
შეგახსენებთ, რომ გლდანის ტბა იგივე თეთრი ტბა, დაშრა და ამ დრომდე ტბიდან მომავალი სუნი, მოსახლეობას აწუხებს. ადგილობრივებმა შესაბამის სამსახურებს არა ერთხელ მიმართეს.