რა ბედი ელის გლდანის ტბას-მძიმე სუნი და ანტისანიტარია ტერიტორიიდან, რომელიც დასასვენებელი პარკი უნდა ყოფილიყო
kalaki.ge-ს გლდანის მე-7 მიკრო რაიონიდან ადგილობრივები დაუკავშირდნენ. მოსახლეობა ბოლო პერიოდია, დახმარებას უშედეგოდ ითხოვს. მათი განმარტებით, ტერიტორიის ირგვლივ გაუსაძლისი, მძიმე სუნია, რომელიც მთელ მიკრო რაიონს აწუხებს, მათ ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, ეკოლოგიური რისკები კი დღითიდღე იზრდება.
გლდანის მე7-ე მიკრო რაიონის მაცხოვრებელი ეთერ მიქელაძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ ტბის მიმდებარედ სრული ანტისანიტარიაა.
“წარმოუდგენელი სუნია ამ დროისთვის მთელ უბანში, უკვე მეშინია, რომ ინტოქსიკაცია არ გამოიწვიოს და ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას. უზარმაზარი ტბა დაშრა და ჭირდება ხელოვნური ჩარევა, ამიტომ მივმარტეთ ადგილობრივ ხელისუფლებას თუმცა ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ”
აღსანიშნავია, რომ ე.წ. “თეთრი ტბა” ბოლო რამდენიმე თვეა დაშრა და ტერიტორია მთლიანად დაჭაობებულია. საკითხთან დაგავშირებით ადგილობრივები ექსპერტთა ჯგუფის ჩართვას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ტერიტორია 2004 წელს სასოფლო სამეურნეო ნაკვეთად კერძო პირზე გაიყიდა, 2008 წლიდან კი 48 ჰექტარი ტერიტორიის მფლობელი ნატალია კვანტალიანია.