გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული საგზაო სამუშაოები ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე მიმდინარეობს
გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ამჯერად, საგზაო სამუშაოები ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე 5 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
„აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 565 000 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.