გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დასრულდა-რა გაკეთდა პროექტის ფარგლებში
დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გლდანის რაონში სამ მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დასრულდა.
ამავე ცნობით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ავჭალის ქუჩა N5, შალვა აფხაიძის შესახვევი N15 და ზაჰესში, თავისუფლების ქუჩა N13ა კორპუსებთან არსებულ სტადიონებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების შედეგად დაზიანებული ინვენტარი სრულად განახლდა. ჯამში, სამივე მოედნისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 146 491 ლარი დაიხარჯა.