ფოტოფაქტი: როგორ გამოიყურება ღვინის მაღაზია-ბარი რომელიც ორბელიანის ბაზარში დღეს გაიხსნა
"ალკორიუმმა" ორბელიანის ბაზარში პირველი ღვინის მაღაზია-ბარი გახსნა. kalaki.ge ახალი დაწესებულებით დაინტერესდა და ჩვენი ფოტორეპორტიორის კადრებს გიზიარებთ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაწესებულება “ალკორიუმისთვის” პირველი ღვინის მაღაზია-ბარია, რომელიც გააერთიანებს როგორც ქსელში არსებულ ღვინის მსხვილ მწარმოებლებს, ისე სპეციალურად ღვინის ბარისთვის შერჩეულ მცირე მარნებს და უცხოურ ღვინოს.
ღვინის მაღაზია-ბარში მომხმარებელს საშუალება ექნება დააგემოვნოს სხვადასხვა ტიპის ღვინო ადგილზე, ბართან და განიტვირთოს სასიამოვნო გარემოში.
ახალი კონცეფციის მიმართუმება მხოლოდ ღვინოა და მისულ სტუმრებს 300-მდე სხვადასხვა წარმოების ღვინის დაგემოვნება შეეძლებათ.