ხვალ ორბელიანის ბაზარში ალკორიუმის პირველი ღვინის მაღაზია-ბარი იხსნება
ხვალ პირველი "ალკორიუმის" ღვინის მაღაზია-ბარი ორბელიანის ბაზარში გაიხსნება. ღვინის ბარი ქსელში არსებულ ღვინის მსხვილ მწარმოებლებსა და სპეციალურად ღვინის ბარისთვის შერჩეულ მცირე მარნებს გააერთიანებს.
მხოლოდ ღვინო და ღვინის პროდუქტები ესაა ახალი მაღაზია-ბარის მთავარი დანიშნულება.
შეგახსენებთ, რომ ალკორიუმი 3000-მდე სახეობის მსოფლიო ბრენდს და ადგილობრივ ალკოჰოლურ ნაწარმს აერთიანებს.