Georgian Wings-ი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს

2023 წლის 28 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი, პირველ სამგზავრო რეისს ბათუმის მიმართულებით შეასრულებს.

Georgian Wings-ი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს

კომპანიის ინფორმაციით, მგზავრებს, 70 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდი ყოველდღე, კვირაში 12 სიხშირით მოემსახურება.

ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია, ავიასალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში, 15 ივლისიდან კი ბილეთები ვებ-გვერდის მეშვეობით Georgianwings.com იქნება ხელმისაწვდომი.

ავიაკომპანიის წარმომადგენლის განცხადებით ,,ტურისტულ ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველ მიმართულებად ქვეყნის შიდა ფრენებზე გაეკეთებინა აქცენტი და მგზავრებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, სულ რაღაც 55 წუთიანი ფრენის ხანგრძლივობით ყოველდღიური რეისები შეეთავაზებინა“.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მხოლოდ Georgian Wings-ი სთავაზობს მგზავრებს.