Georgian Airways-ის ავიაპარკს Boeing 737-800 შეემატა, რომელიც ევროპაში იფრენს
Titan Aircraft Investments-მა Georgian Airlines-ისთვის Boeing 737-800 სატვირთო საჰაერო ხომალდის მშრალი ლიზინგის წესით გადაცემის შესახებ განცხადება გასული წლის დეკემბერში გააკეთა. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ აქტივს მართავს Atlas Air Worldwide Holdings Inc-ის შვილობილი Titan Aviation Holdings-ი.
2000 წლიდან „ჯორჯიან ეარვეის“-მა საბჭოური თვითმფრინავებით დაკომპლექტებული ავიაპარკის განახლება დაიწყო და დღეს მის რეისებს BOEING-ის და CRJ-ის ტიპის ავიალაინერები ასრულებენ.