გელათში ვიზიტორებისთვის შესვლა დროებით შეიუზღუდა – როდის დასრულდება სამონასტრო კომპლექსში სამუშაოები

გელათში, დროებით გადახურვას გერმანელი სპეციალისტები განახორციელებენ, პარალელურად გაგრძელდება შიდა სამუშაოებიც. - განაცხადა რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, არქიმანდრიტმა კირიონმა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის 15 აგვისტომდე დაიხურება.

გელათში ვიზიტორებისთვის შესვლა დროებით შეიუზღუდა – როდის დასრულდება სამონასტრო კომპლექსში სამუშაოები

სპეციალისტები ტაძარში 5 ივლისს ჩამოვლენ. არქიმანდრიტის განცხადებით, უცხოელი და ქართველი სპეციალისტები მოზაიკისა და მხატვრობის რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპს დაიწყებენ.

„დროებით გადახურვის სამუშაოებს გერმანული კომპანია „ქვადრექსი“ შეასრულებს. სამუშაო გაგრძელდება ექვსი კვირის განმავლობაში. ჩვენ დაახლოებით გვაქვს 45 დღე. შემოსასვლელში წერია, რომ 15 აგვისტომდე მონასტერი ვიზიტორებისთვის დაიკეტება. ეს განხორციელდა მომლოცველებისა და მნახველების უსაფრთხოების მიზნით. გერმანულმა კომპანიამ გამოგზავნა წერილი და გვთხოვეს, ამ კუთხით თუ არ იქნება უსაფრთხოება და არ დაიკეტება მონასტერი, მაშინ ამ სამუშაოებს ვერ შეასრულებდნენ. ამიტომ, ეს ყველაფერი ხორციელდება მოქალაქეების უსაფრთხოების გამო. ამ კონსტრუქციის ფასი და ღირებულება არის იმაში, რომ დალაგებულია სპეციალური ბეტონის ფილები, რომლებიც ჩამოისხა რუსთავში. ერთიანი დროებითი გადახურვის კონსტრუქცია ტაძრის სტრუქტურას საერთოდ არ ეხება და ამით არის ის უნიკალური“, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.