გაუმართავი ლიფტები თბილისში-მთავარი პრობლემა, რომელიც მოსახლეობის ჩართულობას მოითხოვს
გაუმართავი, ავარიული ლიფტები, რომელთა ექსპლუატაციის ვადა დიდი ხნის წინ გავიდა და სახიფათო სტატისტიკა რომელიც გაუმართავი ლიფტების შედეგს უკავშირდება-ასეთია რეალობა, დღეს თითქმის ყველა ძველ აშენებულ კორპუსში აღნიშნული პრობლემა გამოწვევად რჩება.
ერთი წლის განმავლობაში დადებითი ტენდენცია შეინიშნება და მოსახლეობის მხრიდან მიმართვიანობამ იმატა.-აცხადებს სანდრო შელია, “სი ეი ინთერნეიშენალის” დირექტორი მედიასთან საუბრისას.
„გამგეობებიც აქტიურობენ და მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ ლიფტების ტექინსპექტირება გაიარონ, რომელიც სავალდებულოა, რომ 3 წელიწადში ერთხელ ჩატარდეს, მაგრამ პერიოდული ინსპექტირება არის მინიმალური სავალდებულო ღონისძიება და ის არ ნიშნავს, რომ 3 წლის მანძილზე ინსპექტირებებს შორის არაფერი არ ხდება. შესაბამისად, არის ბაზარზე კარგი და ხარისხიანი კომპანიები და საუკეთესო გამოსავალია, როდესაც ამ კომპანიების მიერ არის ჩაბარებული ლიფტის უსაფრთხოება,“- განაცხადა სანდრო შელიამ.
შეგახსენებთ, რომ ძველ კორპუსებში აღნიშნული პრობლემა კვლავ აქტუალური რჩება.