გაუქმდება თუ არა „მოსახვევებში შემთხვევით გახსნილი ავტოსადგურები” და რა ცვლილება ამოქმედდა
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ არსებულ კანონში ცვლილება განხორციელდა. მოსახვევში შემთხვევით გახსნილი ავტოსადგურები აღარ უნდა იყოს - ასე ეხმაურება „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე ახალ ცვლილებას.
ამიერიდან კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ავტოსადგურებს სერტიფიცირება მოუწევთ, ხოლო მგზავრების გადასაყვანად შესაბამისი ნებართვა იქნება საჭირო.
უფრო კონკრეტულად ორი უნივერსალური სახის ნებართვის შემოღება ხდება – ეს არის საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, რომლის აღების შემთხვევაში გადამზიდველს საშუალება მიეცემა განახორციელოს როგორც საერთაშორისო რეგულარული/არარეგულარული და ქვეყნის შიდა რეგულარული გადაყვანა, ისე საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა.
საინტერესოა რას შეცვლის ახალი კანონი და იმოქმედებს თუ არა ის ავტოსადგურების რაოდენობის შემცირებაზე.