თბილისი 1-7 ოქტომბერს საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალს „თბილისის გასტრო კვირეული 2023“ უმასპინძლებს
„თბილისის გასტრო კვირეული“ ყოველწლიური კულინარიული ფესტივალია, რომელიც ერწყმის ადგილობრივ მრავალფეროვან გასტრონომიულ კულტურას, აერთიანებს მსოფლიო დონის ცნობილ შეფ-მზარეულებსა და კულინარიული ხელოვნების მოყვარულებს.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგემილია ექსკლუზიური ვახშმების სერია, სადაც წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი სამზარეულოს დახვეწილი შერწყმა. საერთაშორისო და ადგილობრივი ვარსკვლავური შეფებისგან დაკომპლექტებულ წყვილებს თბილისის ხუთი წამყვანი რესტორანი უმასპინძლებს.