გასაოცარი კოლხური ოდები, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურურას, ისტორიასა და ავთენტურობას გადმოსცემს – გიორგი ნიკოლავას ფოტორეპორტაჟი სამეგრელოდან
კოლხური ოდა, დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვან და ღირებულ არქიტექტურას წარმოადგენს, იმერეთში, სამეგრელოში გურიასადა მაღალმთიან აჭარაში დღემდე ოჯახები ცხოვრობენ ხის ოდებში და უფრთხილდებიან როგორც კულტურულ მემკვიდრეობას, ზოგიერთი მათგანი 100 წლისაა. ფოტოგრაფ გიორგი ნიკოლავას ფოტოები ძველ კოლხეთში გამოგზაურებთ, სადაც ერთადერთ საცხოვრებელს სწორედ ხის პატარა ოდები წარმოადგენდა.
კოლხური ოდა საცხოვრისის ძრითადი სახეა, რომელიც მთელი დასავლეთ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. ის 3-6 ოთახიანი ფიცრული სახლია ხის იატაკითა და აივნით. ოდის ოთხფერდა სახურავი კრამიტით ან ყავრითაა გადახურული. ნესტიანი ჰავის გამო სახლი ხის ან ქვის ბოძებზეა შეყენებული, ოდას ბუხრით ათბობენ.