გაყიდული სანაპირო ზოლი – ვინ და რატომ უშლის ადგილობრივ მოსახლეობას ზღვაში ბანაობასა და პლაჟით სარგებლობას?

შეკვეთილში, ორმა სასტუმრომ სანაპირო ზოლი იყიდა და ადგილობრივებს პლაჟით სარგებლობის უფლებას აღარ აძლევენ. ერთ-ერთი ადგილობრივი, აღნიშნულ ფაქტს სამოქალაქო აქტივობა "ჩემი ქალაქი მკავს" გვერდზე ავრცელებს და მოსახლეობას დახმარებას სთხოვს რათა სიტუაციის გარკვევაში დაეხმარონ. ისტორიას უცვლელად გთავაზობთ.

გაყიდული სანაპირო ზოლი  – ვინ და რატომ უშლის ადგილობრივ მოსახლეობას ზღვაში ბანაობასა და პლაჟით სარგებლობას?

“მინდა მოგიყვეთ 2 სასტუმროს მეპატრონის შესახებ რომლებიც ამტკიცებენ ,რომ იყიდეს სანაპირო ,ზღვა,ჰაერი. რაში მდგომარეობს საქმე : ფოტო სადაც თქვენ ხედავთ სანაპიროს და წარწერებს: არის კერძო სანაპირო რომელ ადგილზეც გავლის უფლება არ აქვს მაცხოვრებლებს ,სხვა დამსვენებლებს რაზეც ამბობენ ,რომ მათი მაღალი ფენის წარმომადგენელი დამსვენებლები წუხდებიან დაბალ ფენასთან ერთად სანაპიროზე გასვლა ,რომ უწევთ. ბილიკს სადაც თქვენ ხედავთ გასასვლებს და ასევე გზა აქამდე მისასვლელი არის მითვისებული 2 სასტუმროს მფლობელის მიერ რაზეც უფლება არ გვაქვს ,რომ გავიაროთ. ეს სატუმრო არის: Magnika Resort Iveriaelli Hotel Georgia Shekvetili. ამ ორი სასტუმროს უკან ,გვერდით არის მაცხოვრებლები რომლებიც ასევე ვაქირავებთ კოტეჯებს და ვართ ოჯახები ამდენი წლის მანძილზე არ გვქონია მსგავსი პრობლემა ,რომ ვინმეს ეცადა სანაპირო ზოლის შესყიდვა ზღვის შესყიდვა. მაგალითად მოყავთ “პარაგრაფი” რაზეც ამბობენ ,რომ აბა წავიდეთ და მათ სანაპიროზე ვცადოთ განთავსება.
ასევე გვთავაზობენ გამოსავალს , რაში მდგომარეობს გამოსავალი?!
დავიქირაოთ მარშუტკა და ამ ორი სასტუმროს უკან მაცხოვრებლები შევკრიბოთ და გადავიყვანოთ დაქირავებული სატრანსპორტო საშუალებით სანაპიროზე სადაც შეგვეძლება გასვლა.

ამ ფოტოში ასევე არ ჩანს შეგნებულად პიროვნება ,რომელიც დგას და აკონტროლებს სანაპიროზე შემთხვევით ვინმე დაბალი ფენის წარმომადგენელმა არ გაიაროს. ვინმემ ამიხსნას როგორ შეიძლება ორი სასტუმროს გამო ან ზარალდებოდეს სხვა მოსახლეობა და როგორ შეიძლება ზღვა ვიყიდო?! იქნებ 20 კვადრატული მაინც ვიყიდოთ ხალხმა ,რომ არ მოგვიწიოთ შორს წასვლა. გთხოვთ დამეხმაროთ ამის გავრცელებაში რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს ისე თურმე ჩვენი ფენის წარმომადგენლებთან საუბარი არ ღირს!!!” – წერს მოქალაქე “ჩემი ქალაქი მკავს” ფეისბუქ გვერდზე.

kalaki.ge ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა, საჯარო რეესტრში აღნიშნული სანაპირო ზოლი მართლაც კერძო საკუთრებაშია და ის ორ ადამიანს ეკუთვნის. ვინაიდან კერძო საკუთრებაა სავარაუდოა, რომ ადგილობრივებს სასამართლომდე რაიმეს სხვა გამოსავალის მოძიება გაუჭირდებათ.