ოქტომბრში წინა თვესთან შედარებით გაყიდული ბინების რაოდენობამ 13%-ით მოიმატა
2023 წლის ოქტომბერში, თბილისში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი კვლავ გააქტიურდა და გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,377 შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი მატებაა წინა თვესთან შედარებით (+13%). თუმცა, წლიურ ჭრილში 14%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც ძირითადად მაღალი საბაზისო ეფექტითაა გამოწვეული, რადგან 2022 წლის ბოლო კვარტალი ძალიან აქტიური იყო ბაზრისთვის.
საშუალო გასაქირავებელი ფასი წინა თვესთან შედარებით ფაქტობრივად უცვლელი დარჩა და $12.3-ს გაუტოლდა (+24% წ/წ). თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 11.1% გაუტოლდა, წინა თვესთან შედარებით უმნიშვნელოდ იკლო, ხოლო წლიურად 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
2023 წლის 10 თვეში, თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობმა (საცხოვრებელი) 1.3 მლნ კვადრატულ მეტრს მიაღწია, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 66%-ით აღემატება.