რამდენი განთავსების ობიექტია საქართველოში და რა სტატისტიკას აქვეყნებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საქართველო ტურისზმის სექტორში, ბოლო წლებია უფრო და უფრო საინტერესო ხდება, გარდა თბილისისა და ბათუმისა, როგორც სხვადასხვა სტატისტიკით ირკვევა ქვეყანის რეგიონები ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს, ამიტომ განთავსების ობიექტები ყოველ წელს ემატება.

რამდენი განთავსების ობიექტია საქართველოში და რა სტატისტიკას აქვეყნებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

“ამ დროისთვის ქვეყანაში 4 ტიპის განთავსების ობიექტები არსებობს. 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში სულ 3198 განთავსების ობიექტია, აქედან 1232 სასტუმროა, 1281 – საოჯახო სასტუმრო, 454 – სასტუმრო სახლი და 231 – სხვა ტიპის განთავსების ობიექტი. აქედან ყველაზე მეტი (37 788) ოთახი აქვს სასტუმროებს, შემდეგ – საოჯახო სასტუმროებს (8164) და სხვა ტიპის განთავსების ობიექტებს (4568).” – ამ სტატისტიკას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.

რაც შეეხება განთავსების საშუალებებში ოთახების რაოდენობას, რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

ქვეყანაში 5 და ნაკლები ოთახი 1214 განთავსების საშუალებას აქვს, 6-დან 10 ოთახამდე – 811-ს, 11-დან 20 ოთახამდე – 587-ს და 21 ოთახზე მეტი – 596 განთავსების საშუალებას. აქედან, ყველაზე მეტი 21 ოთახზე დიდი სასტუმროები თბილისში, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთშია.