რატომ ეცვლება განათლების სამინისტროს სახელწოდება
ინფორმაცია უწყებაში ცვლილებისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ მთავრობის სხდომაზე გავრცელდა.
მთავრობის სხდომაზე განხილული პროექტის მიხედვით, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ექვემდებარებოდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. შესაბამისად, სამინისტროს სახელწოდებად განისაზღვრება – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდოსბის სააგენტო კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა.