ფოტოფაქტი-განაშენიანება ვერეს ხეობაში და მშენებლობის ისტერია, რომელიც დედაქალაქის შემოგარენშიც გრძელდება
სოციალურ ქსელში ჯგუფი "ქალაქის პრობლემები" ანონიმური პოსტი გამოქვეყნდა, რომელიც მშენებლობის ისტერიას ეხება. მოქალაქე, რომელმაც როგორც ჩანს ვინაობის გამხელა არ ისურვა, წერს რომ მშენებლობებმა ვერეს ხეობაში გადაინაცვლა და რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მშენებლობა მართლაც ხეობაში მიმდინარეობს.
“ეს რა არის? სადამდე უნდა გაიზარდოს თბილისი ნაფეტვრებამდე ?!
ქვემოთ ვერეს ხეობაა, მეორე მხარეს კლდე და განაშენიანება… და კლდეს ჭრიან და ასწორებენ!ამდენი საცხოვრებელი შენდება, ერთი სკოლა თუ აშენებულა სადმე? ან საგანმანათლებლო სივრცე?
დანაშაულა ეს რაც ქალაქში ხდება! “-წერს ანონიმური პოსტის ავრორი.
შეგახსენებთ, რომ სპეციალისტების განმარტებით, ვერეს ხეობა სეისმურად კვლავ საფრთხის ქვეშ რჩება.