ბუნებრივი გარემო, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია - ეს ის ფაქტორია, რომელიც ჩვენს განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქებშია თავმოყრილი და რთულ ურბანულ გარემოში უწევს ცხოვრება.

მრავალი წელი, საქართველოში მშენებლობა შეუსაბამო, ან სუსტი რეგულაციების, მიწის ნაკვეთების შეუზღუდავი გამოყენებისა და გენერალური გეგმების არარსებობის პირობებში მიმდინარეობდა. მიწათსარგებლობის არასწორმა პოლიტიკამ და საზოგადოებრივი სივრცეების ინტენსიურმა გასხვისებამ, თითქმის მთლიანად გაანადგურა მწვანე ინფრასტრუქტურა ქვეყნის ქალაქებში, განსაკუთრებით კი – მჭიდროდ დასახლებულ ნაწილში, რამაც გამოიწვია მოსახლეობაში დასვენებისა და განტვირთვის კულტურის თანდათანობით გაქრობა.

განადგურებული მწვანე საფარი და მწვანე ელემენტები შენობების ფასადებზე – რა ხრიკებს მიმართავენ დეველოპერები

არადა არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ დასახლებულ პუნქტებთან მწვანე სივრცის სიახლოვე, ზრდის ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს და ზოგადად, ადამიანების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის აუცილებელ, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად გვევლინება. ამ კუთხით ჩატარებული კვლევები და აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, რომ სწორედ რეკრეაციული სივრცეები და გამწვანებული ტერიტორიები მოსახლეობის ფიზიკურ აქტიურობას უწყობენ ხელს, ამცირებს სტრესს, რაც თავის მხრივ მრავალი დაავადების პრევენციის წყაროს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიოში მწვანე არქიტექტურის განვითარებას.

განადგურებული მწვანე საფარი და მწვანე ელემენტები შენობების ფასადებზე – რა ხრიკებს მიმართავენ დეველოპერები
განადგურებული მწვანე საფარი და მწვანე ელემენტები შენობების ფასადებზე – რა ხრიკებს მიმართავენ დეველოპერები

გარდა იმისა, რომ საცხოვრებელი გარემოს ეზოს მოწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს, არქიტექტორები შენობის დიზაინში ბუნების ელემენტებს აერთიანებენ. ასეთია მწვანე სახურავები, კედლები, დიდი ფანჯრები, რომლებიც უზრუნველყოფენ წვდომას ბუნებრივ შუქსა და გარე ხედებზე. მწვანე არქიტექტურა ხელს უწყობს შენობის მოვლისა და ექსპლუატაციის ხარჯების შემცირებას, რაც მას მიმზიდველ ვარიანტად აქცევს, როგორც საცხოვრებლის მაძიებლებისათვის, ისე ბიზნესისათვის.

მწვანე არქიტექტურა საქართველოში თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდება. ქვეყანა ნელ-ნელა ფეხს უწყობს მსოფლიოში გავრცელებულ ახალ ტენდენციებს.

განადგურებული მწვანე საფარი და მწვანე ელემენტები შენობების ფასადებზე – რა ხრიკებს მიმართავენ დეველოპერები
განადგურებული მწვანე საფარი და მწვანე ელემენტები შენობების ფასადებზე – რა ხრიკებს მიმართავენ დეველოპერები

მწვანე არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში საქართველოდან, რომელიც“ევრონიუსმა” რჩეულთა შორის დაასახელა, “შილდას მეღვინეობის” სადეგუსტაციო ცენტრია, რომელიც ყვარელში მდებარეობს.

„შენობის ფორმა ზუსტად შეესაბამება შილდის გარემო პირობებსა და ღვინის ხარისხს. შენობა პირდაპირ ვენახშია განთავსებული და ზემოდან მისი შემჩნევა თითქმის შეუძლებელია. ნიადაგის სითბური მასა გამოყენებულია ნაგებობის გაგრილებისათვის, ფასადის უდიდესი ნაწილი კი მიმართულია ჩრდილოეთისკენ, რათა მზის პირდაპირი სხივები თავიდან იქნეს აცილებული და ენერგიის დანაკარგი შემცირდეს. ეს შენობა უდავოდ ჩვენი ფავორიტია“ – წერს Euronews-ი.

X-architecture არის ბრიტანული ფირმა, რომელსაც აქვს ოფისები ლონდონში და თბილისში. სწორედ მათ შექმნეს არაჩვეულებრივი შენობის პროექტი, რომელსაც „შილდა“ ჰქვია. ასევე კომპანიამ ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვის შედეგად, ერთეულ წარმოებულ პროდუქციაზე ელექტროენერგიის მოხმარება 50-60%-ით შეამცირა. შედეგად – წელიწადში 63 ათასი ევროს დაზოგვა შეძლო. „შილდას“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება დადებითად აისახა ღვინის ხარისხსა და გარემოზე. საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ნათურებიც კი ენერგოეფექტურია.

განადგურებული მწვანე საფარი და მწვანე ელემენტები შენობების ფასადებზე – რა ხრიკებს მიმართავენ დეველოპერები
განადგურებული მწვანე საფარი და მწვანე ელემენტები შენობების ფასადებზე – რა ხრიკებს მიმართავენ დეველოპერები
განადგურებული მწვანე საფარი და მწვანე ელემენტები შენობების ფასადებზე – რა ხრიკებს მიმართავენ დეველოპერები

აღსანიშნავია ყავის კაფსულების მწარმოებელი კომპანია „მეამა“-ს ნაგებობა, რომლის მშენებლობა 2017 წლის მარტში დაიწყო და დასრულდა 2018 წლის სექტემბერში. შენობა გამოირჩევა ურთულესი გეომეტრიული ნაგებობებითა და ბეტონის დაკეცილი კედლებით, რაც მეტყველებს მის არქიტექტურულ უნიკალურობაზე.

ყავის ქარხანა გამოირჩევა მწვანე გადახურვით. შენობის სახურავი მთლიანად დაფარულია ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი მცენარეული საფარით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყავის ქარხნის ექსტერიერს ეხმიანება მისი ინტერიერიც. შენობის შიგნით განლაგებულ სამ სხვადასხვა ატრიუმში დარგულია განსხვავებული ჯიშის ხეები, რომლებიც, მათი ხილვისას, სრულიად ანეიტრალებენ და აქრობენ ადამიანთა გონებაში არსებულ წარმოდგენებს სტანდარტული ქარხნების შესახებ. ამასთან ერთად, საინტერესოა ისიც, რომ ყავის ქარხნა ეყრდნობა ერთიანად ჩამოსხმულ 10 მეტრიან ბეტონის სვეტებს.

განადგურებული მწვანე საფარი და მწვანე ელემენტები შენობების ფასადებზე – რა ხრიკებს მიმართავენ დეველოპერები
განადგურებული მწვანე საფარი და მწვანე ელემენტები შენობების ფასადებზე – რა ხრიკებს მიმართავენ დეველოპერები
განადგურებული მწვანე საფარი და მწვანე ელემენტები შენობების ფასადებზე – რა ხრიკებს მიმართავენ დეველოპერები

კიდევ რა სახით ცდილობენ დეველოპერები შენობის პროექტში მწვანე ელემენტების შეტანას, რამდენიმე სამშენებლო პროექტის მაგალითზე განვიხილოთ.

„ვილა ამბასადორი“, „ანაგი დეველოპმენტის“ პროექტია. კომპლექსი კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მდებარეობს. თვალწარმტაცი ბუნების, მდიდარი ისტორიისა და ღვინის ქარხნების წყალობით კაჭრეთი, საკმაოდ მოთხოვნადია ტურისტებში. ვილების მდებარეობა, თუშეთის მთებისა და კახეთის ვენახების ხედებით ტკბობის საშუალებას იძლევა.

კომპლექსი მდებარეობს მუკუზანის, რქაწითელისა და საფერავის ვენახებს შორის და შედგება 45 ვილისაგან, რომლებიც შექმნილია თანამედროვე სტილში. ამასთან, კომპლექსის ტერიტორია 50 ჰექტარი მწვანე სივრცეა.

კომპლექსი, ცნობილი სასტუმრო კომპლექსის „ამბასადორი კაჭრეთის“ ნაწილია.

განადგურებული მწვანე საფარი და მწვანე ელემენტები შენობების ფასადებზე – რა ხრიკებს მიმართავენ დეველოპერები
განადგურებული მწვანე საფარი და მწვანე ელემენტები შენობების ფასადებზე – რა ხრიკებს მიმართავენ დეველოპერები
განადგურებული მწვანე საფარი და მწვანე ელემენტები შენობების ფასადებზე – რა ხრიკებს მიმართავენ დეველოპერები

“მზიური დეველოპმენტის” ზღვისპირა საცხოვრებელი კომპლექსი პირველი პირდაპირი ბრიტანული ინვესტიციაა აჭარაში.

“მზიური გარდენსის” საცხოვრებელ კომპლექსში შემავალი 12,000 კვ. მეტრზე გადაჭიმული რეკრეაციული ზონა, მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავთან ერთად, უნიკალურ მიკროკლიმატს და ხარისხიანი ცხოვრებისა და დასვენებისათვის იდეალურ გარემოს ქმნის. აღსანიშნავია, რომ “მზიური გარდენსი” მახინჯაურში ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე, მრავალწლოვანი ფიჭვებისა და ენდემური ნარგავების შუაგულშია მოთავსებული.

განადგურებული მწვანე საფარი და მწვანე ელემენტები შენობების ფასადებზე – რა ხრიკებს მიმართავენ დეველოპერები
განადგურებული მწვანე საფარი და მწვანე ელემენტები შენობების ფასადებზე – რა ხრიკებს მიმართავენ დეველოპერები
განადგურებული მწვანე საფარი და მწვანე ელემენტები შენობების ფასადებზე – რა ხრიკებს მიმართავენ დეველოპერები

„ნექსუს გრუპის“ პროექტი, ელენე ახვლედიანის ხევის 29-ში მდებარეობს. შენობა 5-სართულიანია და 19 აპარტამენტს მოიცავს. პროექტის დასრულების თარიღი 2025 წლის მარტია და მომხმარებელს მწვანე კარკასის მდგომარეობით ბარდება.

განადგურებული მწვანე საფარი და მწვანე ელემენტები შენობების ფასადებზე – რა ხრიკებს მიმართავენ დეველოპერები
განადგურებული მწვანე საფარი და მწვანე ელემენტები შენობების ფასადებზე – რა ხრიკებს მიმართავენ დეველოპერები
განადგურებული მწვანე საფარი და მწვანე ელემენტები შენობების ფასადებზე – რა ხრიკებს მიმართავენ დეველოპერები

საცხოვრებელი კომპლექსი “კრწანისი რესორტ რეზიდენსი” სოფელი კრწანისის ტერიტორიაზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, დიდი გადატვითული მაგისტრალებისა და სამრეწველო საწარმოების მოშორებით მდებარეობს. კომპლექსი შედგება ექვსი იდენტური 6-სართულიანი კორპუსისაგან, რომელიც აგებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.