გამწვანება 2024 წლის მთავარი მოთხოვნა იქნება სამშენებლო სექტორში
2024 წლის პირველი იანვრიდან, სავალდებულო გახდა, ყველა სამშენებლო ნებართვა, რომელიც გაიცემა, უნდა მოიცავდეს გამწვანების პროექტს. ამ იერიდან ყველა მშენებარ სახლს ქვეყნის მასშტაბით, თან უნდა ახლდეს გამწვანების პროექტი, რათა მყიდველის გადაწყვეტილებაზე ამ მნიშვნელოვანმა ფაქტორმაც იმოქმედოს.
აქვე აღსანიშნია, დედაქალაქის ბოლო წლების ისტერიულო მშენებლობა და ახლად განაშენიანებული უბნები, რომელთაც თითქმის არც ერთს საკუთარი ეზო არ გააჩნია. მეტიც ირგვლივ არანაირი მწვანე სივრცე არაა რაც დიდ დისკომფორტს ჰქმნის და ბუნებრივია მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად.
შეგახსენებთ, რომ გამწვანების ვალდებულება თბილისში 2019 წლიდან მოქმედებდა, ახლა კი გამწვანების პროექტის წარდგენა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარსადგენი დოკუმენტაციის სავალდებულო ნაწილი, მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდა.