რა ბედი ელის გამრეკელის ქუჩაზე არსებულ ავარიულ კორპუსს?
საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩაზე ავარიული კორპუსი სავალალო მდგომარეობაშია, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები გვიყვებიან, საფრთხე იმისა, რომ შენობა ჩამოინგრევა ყოველდე არსებობს.
თბილისის განვითარების ფონდმა, გამრეკელის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ჩანაცვლებაზე ტენდერი 13 სექტემბერს გამოაცხადა. განაცხადების მიღება 25 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავის მიუღია.
პროექტის მიხედვით, აღნიშნულ მისამართზე 19 ერთეული საცხოვრებელი ბინა, ჯამური ფართით 2034.7კვ.მ გარემონტებული მდგომარეობით უნდა გადაეცეთ მესაკუთრეებს.
ჩაინიშნება თუ არა ისევ ტენდერი, ჯერ არავინ იცის, თუმცა ფაქტია, რომ შენობა სავალალო მდგომარეობაშია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ავარიული შენობა, მხოლოდ ერთი არაა საბურთალოზე. ბევრ ძველ შენობას აქვს დაზიანებები და მასში ცხოვრება საფრთხის შემცველია.