გამრეკელის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ჩანაცვლებისთვის ტენდერი გამოცხადდა

ტენდერის სავარაუდო ღირებულება 6 475 669 ლარს შეადგენს.

გამრეკელის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ჩანაცვლებისთვის ტენდერი გამოცხადდა

დოკუმენტების თანახმად, გამრეკელის პირველი შესახვევის #6-ში მდებარე ავარიული სახლის ადგილზე 8-სართულიანი, მრავალბინიანი კორპუსი აშენდება.

პროექტის მიხედვით, აღნიშნულ მისამართზე 19 ერთეული საცხოვრებელეი ბინა, ჯამური ფართით 2034.7კვ.მ გარემონტებული მდგომარეობით გადაეცემათ მესაკუთრეებს.

დოკუმენტაციის მიხედვით, როექტი უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდა 2026 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნული ვადა მოიცავს, როგორც არსებული ავარიული სახლის დემონტაჟს, ისე მის ნაცვლად მრავალბინიანი სახლის მშენებლობას.