23-25 სექტემბერს თბილისში ყველაზე დიდი ჩინური გამოფენა-გაყიდვა World Trade Expo Georgia 2023 ჩატარდება
ღონისძიიებაზე 100-მდე კომპანია ბიზნესშესაძლებლობებსა და მაღალი ხარისხის პროდუქციას შესთავაზებს ჩინეთიდან.
სამშენებლო მასალა და ტექნიკა, ტექსტილი, სამომხმარებლო პროდუქცია, სასოფლო-სამეურნეო სარწყავი ტექნოლოგიები, სამრეწველო აღჭურვილობა და მზის პანელები, საყოფაცხოვრებო პროდუქცია, ავტო ნაწილები, შრომის უსაფრთხოების პროდუქცია – ეს იმ პროდუქციების ჩამონათვალია რომელიც საგამოფენო სივრცეში, ვიზიტორებს დახვდება.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება ექსპო ჯორჯიაში გაიმართება.