„გალთ&თაგარტი”-2023 წელს გუდაურში 378 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 27.0%-იანი კლებაა
2023 წელს გუდაურში გაყიდული უძრავი ქონების ნახევარი მაღალი ფასის სეგმენტიდან იყო-ასეთია "გალთ&თაგარტის" კვლევის მონაცემები.
დოკუმენტის მიხედვით, წინა წელს, გუდაურში 378 ბინა გაიყიდა რაც წლიურად 27.0%-იანი კლებაა.
„2023 წელს, გუდაურისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 87.4% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი მაღალი ფასის სეგმენტიდან იყო“ – ნათქვამია კვლევაში.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის თანახმად, 1 კვადრატული მეტრის ფასი 1200-1500 დოლარია. ამჟამად გუდაურში 6 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს.