გაძვირებული მშენებლობა და გაზრდილი ხელფასები სამშენებლო სექტორში – რა კვლევას აქვეყნებს საქსტატი
სამშენებლო ღირებულება 2024 წლის პირველ ნახევარში 10.8%-ით გაიზრდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების ინდექსიდან ირკვევა.
დოკუმენტის მიხედვით ინდექსის გაძვირება მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების მატებასთანაა დაკავშირებული.
“2024 წლის აპრილის მდგომარეობით, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 37%-ით არის გაზრდილი. ამასთან, სამშენებლო მასალების ღირებულება წლიურად 4.5%-ით არის გაზრდილი.
მშენებლობის სექტორი საქართველოში 2024 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, 60,600 ადამიანს ასაქმებდა, ხოლო საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 2,628 ლარი იყო (საშემოსავლოს 20%-ის გამოკლებით 2,102 ლარი თვეში).”- ნათქვამია საქსტატის 2024 წლის კვლევაში.