ნაგვის ურნასთან დაყრილი სამშენებლო მასალები თბილისის ყოველდღიურობად იქცა

სამშენებლო ნარჩენების დაყრის პრაქტიკა, რომელიც სამოქალაქო თვითშეგნების საკითხია, მართლაც თბილისის ყოველდღიურობად იქცა. არადა მუნიციპალური ინსპექციის ვალდებულება მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაა. თბილისის სხვადასხვა უნებში არა ერთხელ გვინახავს დაყრილი ისეთი ნარჩენები, რომელიც რემონტის მიმდინარეობისას რჩება და მისი გატანის ვალდებულება მხოლოდ კერძო პირების ვალდებულებაა.

ნაგვის ურნასთან დაყრილი სამშენებლო მასალები თბილისის ყოველდღიურობად იქცა

ამჯერად, სოციალურ ქსელში მოქალაქე ვაკის რაიონში, თენგიზ ახმეტელის #32-დან, ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ სახლს სახურავი გამოუცვალეს ძველი მასალა კი იქვე ნაგვის ურნასთან დაყარეს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე კანონით ჯარიმიდება პირი, თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ დანაშაულს აღიარებს. რადგან ნაგვის ურნებთან ვიდეო კამერა არსად არაა შესაბამისად, მსგავსი ნარჩენები ძირითადად ღამით გააქვთ, ამიტომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიც ნაკლებად იკვეთება, ნარჩენები კი მაინც მუნიციპალური ინსპექციის პრობლემად რჩება.