გადაკეტილი სამტრედიის ქუჩა და შექმნილი დაუსრულებელი საცობები, რა ბედი ელის კორპუსის მაცხოვრებლებს სადაც აფეთება მოხდა
თბილისელები და განსაკუთრებით, სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებლები, სოციალურ ქსელში წერენ, რომ მას შემდეგ რაც სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება მოხდა ადგილობრივები გაურკვევლობაში არიან. დიკომფორტს ქმნის გადაკეტილი ქუჩა სანაპიროს მხრიდან, რომელიც ადგილობრივების განმარტებით საცობების მიზეზია. გარდა ამისა არავინ იცის რა ბედი ელის თავად კორპუსს სადაც აფეთქება მოხდა ვინაიდან ამ დრომდე მხოლოდ ის იციან, რომ ექსპერტების დასკვნის მიხედვით, კორპუსი საცხოვრებლად უვარგისია.
აღსანიშნავია, რომ სამტრედიის#2-ში მომხდარი აფეთქების შემდეგ ექსპერტებმა კორპუსის ოთხივე სადარბაზო შეისწავლეს, მათგან კი მხოლოდ ორზე განაცხადეს, რომ საცხოვრებლად უვარგისია, თუმცა უცნობია რა ბედი ელის მაცხოვრებლებს. kalaki.ge სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებელს ნინო გულიას ესაუბრა, სწორედ მის სადარბაზოში მოხდა შემთხვევა.
” სოციალურ ქსელში სხვადასხვა უწყებებს, ვწერთ, რომ სწრაფი რეაგირება მოხდეს და გაგვარკვიონ რა უნდა ვქნათ. მე ჩემი ნათესავის სახლში ვცხოვრობ გვერდით კორუსში, თუმცა ბუნებრივია სხვის სახლში დიდხანს ვერ დავრჩებით. გარდა ამისა გადაკეტილი სამტრედიის ქუჩა სანაპიროს მხრიდან რაც საცობს ქმნის. გადავწყვიტეთ, რომ ვისაც როგორ შეგვეძლება ყველას მივაწვდინოთ ხმა რათა დროული რეაგირება მოხდეს.”-ამბობს kalaki.ge-სთან საუბრისას ქალბატონი ნინო.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიის ქუჩა#2-ში აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, რის გამოც ექსპერტების დასკვნით ორ სადარბაზოში ცხოვრება უვარგისია.