თბილისში, გაჩერებაზე მანქანა შევარდა რის შედეგადაც ერთი პირი დაშავდა-რას ამბობენ თვითმხილველები
თბილისში, ბოლო დროს ავტოავარიების შემთხვევა გახშირდა, თუმცა ეს კონკრეტული ამბავი, რომელიც დღეს თემქაზე მოხდა ადგილობრივებს აღარ აკვირვებთ. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ერთსა და იმავე ადგილას ზღვის უბანში ავტოავარია უკვე მერვედ მოხდა.
შემთხვევის ამსახველ კადრებს, სამოქალაქო აქტივობა “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
kalaki.ge თვითმხილვერს ლიკა ნიორაძეს ესაუბრა, რომელიც ავარიას შეესწრო.
“დამიჯერებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილას შემთხვევა უკვე მერვედ მოხდა. ეს არის ავტობუსების გაჩერების ადგილი, მე პირადად შევესწარი და ჩემს პირად გვერდზეც კი დავწერე, რომ ამ ადგილას რაიმე დაამონტაჟონ ან ზებრა გადასასვლელი ან ეს გაჩერება გადაიტანონ სხვა ადგილას. სტატუსშე შესაბამისი სამსახურები მოვნიშნე და იმედი მაქვს რეაგირებას მოახდენენ.” ადგილზე მალევე მოვიდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო, რომელმაც დაშავებული მალევე გადაიყვანა.”-კვიყვება ლიკა ნიორაძე.