ევაკუაცია სკოლა “პროგრესის” ფილიალებში და ცრუ შეტყობინებების ზარები სასწავლო დაწესებულებებში
სკოლა "პროგრესის" თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებში სასწავლო დაწესებულებაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ გაფრთხილება ერთდროულად შევიდა. დირექტორებმა ინფორმაცია მეილით მიიღეს.
გამაფრთხილებელი წერილის ნახვის შემდეგ სკოლის სამივე ფილიალში ევაკუაცია გამოცხადდა და სასწავლო პროცესი შეჩერდა. ადგილზე მისულმა შესაბამისმა სამსახურებმა, სკოლებში ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.