ევაკუაცია ქობულეთის ქალაქისა და სოფლების სკოლებში-რა ხდება აჭარაში სადაც სასწავლო პროცესი რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაში შეწყდა
გავრცელებული ინფორმაციით, სოფლებში – ხუცუბნის, ქობულეთისა და სამების საჯარო სკოლებში ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც kalaki.ge-ის აცნობეს, სასწავლო დაწესებულებები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 12:00 საათზე დაატოვებინეს.
ევაკუაციის მიზეზი სავარაუდოდ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, აღმოჩნდა რომელშიც საუბარი იყოს სკოლების შენობებში ნაღმის არსებობაზე.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინფორმაცია,ცოტა ხნის წინაც გავრცელდა, რის გამოც ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და ევაკუაცია გამოცხადდა.