რა ბედი ელის„ვეფხი და მოყმის ესტაკადის“ პროექტს
პროექტის განხორციელების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2019 წელს მერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროექტი შეჩერდებოდა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ვეფხი და მოყმის ესტაკადის“ პროექტთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია და მის ხარჯებს მერია თავიდან ითვლის, რათა გადაწყვიტოს რამდენად სწორი იქნება ამ პროექტის განხორციელება. ამის შესახებ მერმა მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის გახსნისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვეფხი და მოყმის ხიდის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. ასევე დაწყებულია პროექტირება და მუშაობა მარშალ გელოვანის სრული რეაბილიტაციისთვის, ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო ახალი ხიდის მშენებლობაც, რომელიც ვეფხი და მოყმის ტერიტორიას დააკავშირებდა სამტრედიის ქუჩასთან. ამასთან დაკავშირებით თავიდან დათვლა მიმდინარეობს, რამდენად სწორი იქნება ამ პროექტის განხორციელება და გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მივაწვდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ: „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო.