ერწოს ქუჩაზე წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
დედაქალაქის მერიის იინფორმციით ერწოს ქუჩაზე, 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები შეიცვლება.
“მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტში 645 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება. წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია კომპანიამ 20 ოქტომბერს დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დაასრულებს, ხოლო წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციას ჯივიპი აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდგომ დაიწყებს”- განაცხადა თორნიკე ჟღენტმა, ჯივიპის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საოპერაციო ცენტრის მენეჯერმა.
შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ძველი გაყვანილობების ახლით ჩანანაცვლებას გულისხმობს.