“ვინმემ იცის რა ხდება? ერთი საათია საცობში ვდგავართ”-რას წერენ თბილისელები სოციალურ ქსელში და რა მდგომარეობაა თბილისის ქუჩაბში
თბილისის ქუჩები ავტომობილებითაა გადაჭედილი და მოქალაქეები საცობებიდან ერთმანეთს აფრთხილებენ, ქუჩებში ავტომობილებით არ გამოვიდნენ.
დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა მათთვის ვინც დედაქალაქის ქუჩებში, ავტომობილებით და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება.
სოციალურ ქსელში არაერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ დედაქალაქის ქუჩებში საათობით დგანან საცობში. kalaki ge. ჩვენს მკითხველს თამარა მანაგაძეს ესაუბრა, რომელსაც ვაკე საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე ერთი საათის გატარება მოუწია.
“ვიცი, რომ ბევრი იწერება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო ჩვენი ქალაქელები, რომ აუცილებლობის შემთხვევაში არ გადაადგილდნენ, სამანქანო გზებით, რადგან ზუსტად ერთი დაათი ვიდექი საცობში. არ ვიცი რა ხდება ამ ბოლო დროს მაგრამ უკვე პიკის საათი აღარ არსებობს ჩვენს ქალაქში”- გვწერს თამარა.
შეგახსენებთ, როომ ვაკე საბურთალოსა და დიდი დიღმის ქუჩებზე, ასევე გლდანი დიღმის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, ამ დრომდე სამანქანო საცობია. აქვე უნდა ითქვას, რომ ცოტა ხანში დაიწყება ე.წ. პიკის საათი, რამაც შესაძლოა დამატებითი პრობლემები გამოიწვიოს.