“რკინის ორ ლარიანი ჯიბეში და ათი ათასი ოცნება გულში”-ერთი გოგოს ამბავი, რომელიც მძიმე რეალობიდან გადარჩენას ყვავილებით ცდილობს
თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით, საინტერესო ადამიანებს, რომელთა ისტორიაც ცალკეულ ფილმისა თუ წიგნის პერსონაჟებს მოგაგონებთ, თუმცა ამბავი რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ბევრისთვის ალბათ უფრო სამაგალითოა ნებისმიერი დაბრკოლების გადასალახად. ესაა მოკლე ისტორია თუ როგორ არ უნდა დანებდე.
გოგონა, რომელიც თბილისის ერთ-ერთი უბნის დახურულ ჯგუფში საკუთარ ამბავს ჰყვება, ვფიქრობთ უნდა იცნობდეს ჩვენი მკითხველი. ჩვენ მხოლოდ მისი სახელი ვიცით ის “იზაბელია” მისი ისტორია კი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ ასეთია:
“მოგესალმებით მეგობრებო, ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა ეს პოსტი მაგრამ ვფიქრობ დროა ხმამაღლა გამოვთქვა ჩემი სათქმელი და იმედია სწორად გამიგებთ. თვეები აი ამ ადგილას ვიდექი და ყვავილებს ვყიდიდი ჩემს პატარა შვილებთან ერთად განა მილხინდა და ამიტომ? მაგრამ ჩვენ ხომ ტრაგედიებს ველოდებით რომ შეგვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი, ბევრი უღირსი ადამიანი მლანძღავდა რომ თურმე ჩემს გამო ტროტუარზე ვერ გაუვლია ხელს ვუშლი და ეს მახინჯობა აქედან მოაშორე გადავუარე თავზე და ა.შ ერთს ვკითხავ ყველა ასეთს ვინც პოსტს ნახავს და ჩემი წარწერით მაინც ამომიცნობს მე მაპატიე რომ დისკომფორტი შეგიქმენი ცუდი განზრახვა არ მქონია არც ფულს გთხოვდი და მითუმეტეს არც მოწყალებას მოტივაცია მინდოდა იმ დედებისთვის მიმეცა ვისაც სახლში მშიერი შვილები ელოდებოდნენ. მინდოდა ყველასთვის მეჩვენებინა დედას რამდენი შეუძლია შვილებს რომ სახლი უყიდოს და ბინიდან ბინაში აბარგებულმა არ იაროს. მაგრამ ამ ტკივილს ვერც გაიაზრებს ვისაც ადამიანობა არ გააჩნია. მადლობა იმ ადამიანებს ვინც ღიმილით მესალმებოდით და საოცრად დიდ მოტივაციას მჩუქნიდით თვალებით ნათქვამი და გადმოცემული ემოციები დამიჯერეთ ყველა მახსოვხართ. იმედია ადმინი დამიდასტურებს ამ პოსტს და მომეცემა საშუალება აქ მყოფ ყველა დედას და მამას ვკითხო ნუთუ თქვენი შვილებისთვის ყველაფერს არ იზავდით რომ ელემენტარული საჭმელი მაინც მიგეტანათ საღამოს მათთვის.”