ეროვნული სამოსით ისტორიის გამოცდაზე-ემოციური ფოტო, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება

2023 წლის საგამოცდო პროცესი გრძელდება. დღეს აბიტურიენტები გამოცდას ისტორიაში აბარებენ.

ეროვნული სამოსით ისტორიის გამოცდაზე-ემოციური ფოტო, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება

ფოტო, რომელიც გამოცდების ეროვნული ცენტრის naec.ge-ის გვერძე გავრცელდა სოციალური ქსელი მოიცვა. ისტორიის გამოცდაზე აბიტურიანტი გიორგი დობაძიშვილი მისაღებ გამოცდაზე სიმბოლურად ეროვნული სამოსით გამოცხადაა. გამოცდების ეროვნული ცენტრი ფოტოს აბიტურიენტის კომენტარს ურთავს: “მე არ ვარ პირველი, ვინც ისტორიის გამოცდაზე დღეს ჩოხით გამოცხადდა – ეს ფაქტი მხოლოდ მახარებს. ბავშვობიდან ძალიან მომწონს ეროვნული სამოსი – ვმღერი ხალხურ ანსამბლ „მართვეში“ და ვუკრავ ხალხურ საკრავებზე. პატივს ვცემ ჩემი ქვეყნის ისტორიასა და ტრადიციებს. ჩემს სიყვარულსა და გულწრფელ დამოკიდებულებას, სადაც შემიძლია, ყველგან გამოვხატავ. ამ სამოსის მორგების მიზეზიც დღეს სწორედ ეს იყო. ვფიქრობ, გამოცდა კარგად დავწერე. საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებული საკითხები, ცხადია, ჩემთვის უფრო მარტივი და „მშობლიური“ აღმოჩნდა” – ამბობს გიორგი დობაძიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით მისაღები გამოცდები სხვადასხვა საგანში მიმდინარეობს. დღეს ისტორიის გამოცდაზე, აბიტურიენტთა 92% გამოცხადდა.