ეროვნული გამოცდები იწყება – როგორ შეძლებენ თბილისის საგამოცდო ცენტრებში მისვლად აბიტურიენტები

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები ამოქმედდება.

ეროვნული გამოცდები იწყება – როგორ შეძლებენ თბილისის საგამოცდო ცენტრებში მისვლად აბიტურიენტები

კერძოდ, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე, მუნიციპალური ავტობუსების
დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. იმ პირებს, რომელთაც გამოცდების ჩაბარება ან სხვადასხვა საჯარო სკოლაში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, ავტობუსები გადაიყვანენ შემდეგ საგამოცდო
ცენტრებში:

“თბილისის N39, N103, N133 და N147 საჯარო სკოლები. ასევე, N175 საჯარო სკოლა, სადაც განთავსდება ორი საგამოცდო ცენტრი; N177 საჯარო სკოლა: N191 საჯარო სკოლა და N207 საჯარო სკოლა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც შარშან, წელსაც დაწესდება ავტობუსების დროებითი მარშრუტები, რომლებიც მოქალაქეებს სტანდარტული ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურებიან. N175 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ ალექსანდრე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია): N39, N177 და N191 საჯარო სკოლების მიმართულებით ავტობუსები მგზავრებს
ასევე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან: N103 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები გადაადგილდებიან მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი): N147 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიიდან (ანზორ აბულაშვილის ქუჩა, ყოფილი ტრანსპორტის ქუჩა): რაც შეეხება N133 და N207 საჯარო სკოლებს, საგამოცდო ცენტრები მეტროსადგურ
„ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.”- ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.