ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია
2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების - ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის გამოცდებზე ჩაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
საგნების მიხედვით აბიტურიენტების შედეგები ასე ნაწილდება:
ფიზიკის გამოცდა – სულ წერდა 601 აბიტურიენტი, მათგან 31%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. გამოცდაზე მაქსიმალური ქულა იყო 63, ხოლო ზღვარი 15.75%;
ქიმიის გამოცდა – სულ წერდა 2540 აბიტურიენტი, მათგან 19.5%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 63, ხოლო ზღვარი 15.75 ქულა.
მათემატიკის გამოცდა – სულ წერდა 14,927 აბიტურიენტი, მათგან 15.75%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 51, ხოლო ზღვარი 10.2 ქულა.
ბიოლოგიის გამოცდა – სულ წერდა 3,439 აბიტურიენტი, მათგან 14.7%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 70, ხოლო მინიმალური ზღვარი 17.5 ქულა.
ისტორიის გამოცდა – სულ წერდა 20,714 აბიტურიენტი, მათგან 5.5%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 60, ხოლო ზღვარი 15 ქულა.
გეოგრაფიის გამოცდა – სულ წერდა 1,913 აბიტურიენტი, მათგან 8%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 59, ხოლო ზღვარი 14.75 ქულა.
ინგლისური ენა – სულ წერდა 36,793 აბიტურიენტი, მათგან 4%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 70, ხოლო გამსვლელი ქულა 14.
ქართული ენა და ლიტერატურა – სულ წერდა 39,074 აბიტურიენტი, მათგან 3%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 60, ხოლო მინიმალური ზღვარი 15 ქულა.