ექსკალატორები ღია სივრცესში და ლიფტები შშმ პირებისთვის – თბილისის ცენტრალური სადგურის ბაქნები განახლდება
თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური, ბევრი ათწლეულია, არ გამოიყურება მაინცდამაინც სახარბიელოდ. რკინიგზა, რომელიც საქართველოს ამ დროისთვის სომხეთთან და აზერბაიჯანთან აკავშირებს, ცენტრალურ სადგურზე მოხვედრისას თავს პოსტ საბჭოურ გარემოში იგრძნობთ. ახალმა პროექტმა რომელმაც კომპანიამ დაანონსა, მნიშვნელოვნად უნდა შეცვლოს გარემო.
ახალი პროექტის დასაწყებად, “საქართველოს რკინიგზამ” ტენდერი უკვე გამოცხადა. სამუშაოების შედეგად, თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგურის N2 და N3 ბაქნები განახლდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება კი 5 063 760 ლარს შეადგენს.
დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის მიხედვით, ორივე ბაქანზე მოეწყობა 4 ესკალატორი. ამასთან, ყველა ბაქანზე გათვალისწინებული უნდა იყოს ბილიკები მხედველობა შეზღუდული ადამიანებისათვის.
„მეორე და მესამე ბაქანი გარე სივრცესთან მოსახვედრად იყენებს 4 კიბეს. 2 მათგანი მდებარეობს დასავლეთის მხარეს, ხოლო 2 – აღმოსავლეთის მხარეს. ლიანდაგების თავზე გარდამავალი შენობის (კონკორსის) სვეტებში მოწყობილია 2 ლიფტი (თითო მე-2 და მე-3ბაქანზე), რომლებიც დღეის მდგომარეობით უმოქმედოა. აღნიშნული ლიფტები გამოყენებული იქნება შშმ პირებისათვის. პირველ ბაქანზე მოსახვედრად ვაგზლის შენობაში მოთავსებულია მოქმედი ლიფტი“, – აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
ცნობისათვის, სამგზავრო ბაქნები თბილისის ცენტრალური ვაზგალთან ერთად აშენებულია გასული საუკუნის 80-იან წლებში.