საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიული მარჩისთვის ემზადება – სპეციალურად დამონტაჟებული ეკრანები სტადიონზე ფეხბურთის გულშემატკივართათვის

თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, ფეხბურთის გულშემატკივრები, საქართველოს ნაკრების ყველა თამაშის ნახვას, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გაიმართება, ღია სივრცეში დიდ ეკრანებზე შეძლებენ. ხვალ ვილი სანიოლის გუნდი 20:00-სთ-ზე გერმანიაში, თურქეთთან გამართავს პირველ მატჩს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიული მარჩისთვის ემზადება – სპეციალურად დამონტაჟებული ეკრანები სტადიონზე ფეხბურთის გულშემატკივართათვის

“ბევრი ადამიანი გაემგზავრა გერმანიაში საგულშემატკივროდ, თუმცა ბევრმა ვერ შეძლო წასვლა. მივიღეთ გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დავამონტაჟოთ ეკრანები. ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამზადისი და ხვალ 20:00 საათზე შეეძლება გულშემატკივარს მესხის სატადიონიდან, ღია სივრცეში, დიდ ეკრანებზე უგულშემატკივროს ჩვენს ნაკრებს. დასწრება, რა თქმა უნდა, თავისუფალია, ყოველგვარი გადასახადის გარეშე,”- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, რომ 18 ივნისს, ფეხბურთის საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიულ მატჩს გამართავს ევროპის ჩემპიონატზე.