ვინ და როგორ ებრძვის დედაქლაქში ეკოლოგიურ კატასტროფას-ჯარიმები გამონაბოლქვზე
სულ რამდენიმე დღეა, რაც გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სატრანსპორტო დეპარტამენტმა ხელოვნური გამონაბოლქვის კონტროლის განხორციელება დაიწყო და უკვე ვრცელდება სტატისტიკა, რომელიც დაჯარიმებული ავტომობილების რაოდენობას აღწერს.
ახალი რეგულაცია, 4 სექტემბერს ამოქმედდა. სტატისტიკის თანახმად, ამ დრომდე 82 მანქანა დაჯარიმდა, აქდან 42 თბილისში, 17 ქუთაისში, 17 ბათუმში ხოლო 6 ავტომობილი რუსთავში.
მონაცემებს გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სატრანსპორტო დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც ცნობილია ამ დროისთვის კონტროლს 10 მანქანა ახორციელებს, მათგან 5 ავტომობილი თბილისში, ხოლო დანარჩენი რეგიონში ნაწილდება.
საინტერესოა, საკმარისია თუ არა ეს რაოდენობა, იმ ფონზე როცა დედაქალაქში ოფიციალური მონაცემების თანახმად გამონაბოლქვი ხშირად დადგენილ ნორმებს ბევრად აღემატება.