ეკოლოგიური კატასტროფა, დაბინძურებული უბანი-ვინ იღებს პასუხისმგებლობას ბერტა ფორზუტნერის 9 ნომერში არსებულ მდგომარეობაზე
თბილისის უბნებში, ხშირად ვხვდებით სამშენებლო მასალების ნარჩენებს მიმოფანტულს, თუმცა შემთხვევა, რომელზეც სოციალურ ქსელში მოქალაქე ანი ალტურაშვილი წერს და ფოტო მასალას აქვეყნებს, კიდევ უფრო რთული შემთხვევაა ვინაიდან სამშენებლო ნარჩენებთან ერთად საყოფაცხოვრებო ნარჩენებიცაა დაყრილი.
ფოტოები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა დიღომში, ბერტა ფორზუტნერის 9 ნომერშია გადაღებული: “რამდენი ხანია ნაგავსაყრელია კორპუსის და სახლების წინ, ამ ჰაერს ვისუნთქავთ და ყურადღებასაც არავინ აქცევს” წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში. როგორც ირკვევა, ირგვლივ საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლებია.
საგულისხმოა, რომ კომენტარებში “თბილსერვისის ჯგუფიდან” გამოხმაურება მოჰყვა სადაც წერენ, რომ რეაგირებას მალე მოახდენენ.