ექიმები შენობის დასაცავად, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აქცია გრძელდება
ცოტა ხნის წინ დასრულდა რესპუბლიკური საავადმყოფოს წინ ექიმების აქცია, რომლებიც ისტორიული შენობის დემონტაჟსა და მთავრობის მიერ შეთავაზებულ პირობებს ეწინააღმდეგებიან.
ექიმების განმარტებით ამ შემთხვევაში საქმე არა ახალი კლინიკის აშენებას არამედ შენობით დაინტერესებას უკავშირდება, რადგან კლინიკაზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობა სასწრაფო დემონტაჟს არ საჭიროებს. საპირისპიროს აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო, რომელმაც ასევე წარადგინა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სდაც ნათქვამია, რომ კლინიკის ავარიული მდგომარეობა საფრთხის შემცველია.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟისა და მის ნაცვლად ახალი კლინიკის აშენების შესახებ, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. რასაც მედიკოსების უკმაყოფილება მოჰყვა, ისინი სახელმწიფოსგან შეთავაზებულ არც სხვა კლინიკებში სამსახურს, არც კომპენსაციებს არ თანხმდებიან და ისტორიული საავადმყოფოს ეზოში აქციებს მართავენ.