თბილისის არქიტექტურა ერთ-ერთი პირველია, რომელსაც შეუძლია დროში გამოგზაუროს, წარმოდგენა შეგიქმნას შენი წინაპრების ცხოვრებაზე, განსაზღვროს შენი ცხოვრების სტილი, ჩამოგიყალიბოს გემოვნება და გაგაოცოს თავისი სიმდიდრით, გაგრძნობინოს თუ როგორ გარემოში გინდა იცხოვრო. მისით იქმნებოდა გარემო - გარემო, რომელიც ერთბაშად საინტერესო, თვალწარმტაცი, მყუდრო და უსაფრთხო იყო.

დროთა განმავლობაში ადამიანების შეხედულებები და გემოვნება იცლება. იცვლება არქიტექტურული ნიმუშების იერსახე. ზოგიერთი მათგანი ახალი პროექტია, ზოგიერთი კი ძველის ახალი იერსახე. განახლებული იერსახით ვხვდებით დღეს დავით აღმაშენებლის გამზირს, რომლის უამრავი შენობა არქიტექტურის მარგალიტს წარმოადგენს.

დღეს მოგითხრობთ, კოტე მარჯანიშვილის 7 ნომერში მდებარე შენობის ისტორიას, მისი იერსახისა და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქციის შესახებ.

მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია

მარჯანიშვილისა და უზნაძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულმა შენობამ, საუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, ჩვენამდე თითქმის პირვანდელი სახით მოაღწია.

კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების შენობა, 1913 წლის 30 ივნისს, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. მისი მშენებლობა პოლონელმა არქიტექტორმა ალექსანდრე როგოისკიმ დაიწყო, ვისი ნამუშევრებიც თბილისს დღესაც ამშვენებს.

მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია

ცნობილია, რომ ამ შენობის მშენებლობაში იტაალიელი ოსტატის ხელი ურევია. 1907 წელს, ანჟელო ანდრეოლეტის, კრამიტის ქარხანა ჰქონდა გახსნილი, საიდაც იტალიიდანვე ჩამოყვანილი მუშები მუშაობდნენ. ანჯელო კარლოს ძე ანდრეოლეტის ფირმა, დამკვეთებს სხვადასხვა დანიშნულების უცხოური, ფერადი მარმარილოსა და კავკასიური ქვის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობდა. ასევე, ნებისმიერი სახის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოს შესრულებას, როგორც ხელით, ისე მექანიკური საშუალებით. ისტორიული წყაროებით შენობის ისტორია, მის სახელსაც უკავშირდება.

მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია
მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია

„არტ-ნუვო“-ს სტილში აგებული შემობებით თბილისს შეუძლია საუკუნეების მანძილზე დაიტრაბახოს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე „არტ-ნუვო“, პოპულარულ არქიტექტურულ მიმდინარეობას მიეკუთვნება.

საბჭოთა პერიოდში „არტ-ნუვო”, ბურჟუაზიულ კულტურად შერაცხეს და ამგვარად იგნორირებული იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისში, ამავე სტილში თბილისში სხვა მრავალი შესანიშნავი შენობა აშენდა: სკოლები, სახელოსნოები, კინო-თეატრები, თეატრები, მაღაზიები, ბანკები, საავადმყოფოები.

მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია
მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია
მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია

გასაბჭოების შემდეგ შენობაში მუშათა კოოპერატივი „ერკოპი“ გაიხსნა. შენობის ცენტრალურ გუმბათზე განთავსებული რუსეთის იმპერიის სიმბოლო – ორთავიანი არწივი გაქრა. რელიეფურ მედალიონში გამოსახული წმ. გიორგის ჯვარი, კოოპერაციის სიმბოლომ ჩაანაცვლა. 1934 წლიდან აქ დიდი ხნით, თბილისის ცენტრალური უნივერმაღი განთავსდა.

მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია
მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია
მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია

1990 წლებში შენობა უკვე საკმაოდ შელახული იყო, თუმცა 2002 წლამდე ის უნივერმაღის სახელს ატარებდა.

მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია

2002 წლიდან თიბისი ბანკმა შენობის რესტავრაცია დაიწყო. რესტავრაცია-ადაპტაციის და ნაწილობრივი რეკონსტრუქციის პროექტი ბანკის დაკვეთით, არქიტექტორ გაგა კიკნაძის მიერ მომზადდა. პროექტის საინჟინრო ნაწილი „ქალაქპროექტმა” დაამუშავა.

შენობა ოთხსართულიანია, სარდაფით და სამი გუმბათით. ფასადი უხვადაა შემკული ორნამენტებით. ხელოვნების იმ ნიმუშებმა, რომლებიც ნაგებობის არსებობის მანძილზე მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, საკმაოდ დაზიანებული სახით მოაღწია დღემდე. ესაა სამი დიდი სარკე ხის ჩარჩოებით, 120 სმ სიმაღლის ორი ჩინური ლარნაკი და ნადირობის ქალღმერთი – დიანას ბრინჯაოს ქანდაკება.

მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია
მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია

სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს შენობის ორივე ფლიგელის თავზე მოიხსნა ზედა სართულები, რომლებიც პირვანდელი პროექტით გათვალისწინებული არ ყოფილა და მხოლოდ 60-იან წლებში იქნა დაშენებული. სართულების მოხსნის შემდეგ გაკეთდა ახალი გადახურვა, რითიც აღდგა შენობის პირვანდელი სახე.

მოხდა შენობის გამაგრება კონსტრუქციული თვალსაზრისით. სამუშაოები განხორციელდა სეისმომედეგობის ინსტიტუტის რეკომენდაციებზე დაყრდნობით. სრულიად გამოიცვალა სახურავის საფარი, მოხდა ძველი საფარის ზუსტი რეკონსტრუქცია, მათ შორის, გუმბათების საფარის ხელახლა დამზადება და დამონტაჟება ისე, როგორც ეს თავდაპირველად იყო.

მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია

შიდა ცენტრალური კიბე, რომელიც შენობის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, რეკონსტრუქციამდე საკმაოდ ავარიულ მდგომარეობაში იყო. მოხდა მისი რეკონსტრუქცია-რესტავრაცია, როგორც კონსტრუქციული, ისე დეკორატიული თვალსაზრისით. იგი აბსოლუტურად პირვანდელი სახით არის წარმოდგენილი.

სართულის იატაკები ანდრეოლეტის მიერ მოზაიკით იყო მოპირკეთებული. მოზაიკამ ამ დრომდე, იმდენად დაზიანებული სახით მოაღწია, რომ ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, მისი რესტავრირება ტექნიკურად ვერ მოხერხდა – მოზაიკის კონსერვაცია ლითონის ბადის ქვეშ მოხდა, ხოლო ზემოდან თეთრი გრანიტის საფარი დაიგო.

მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია
მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია
მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია
მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია
მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია

თიბისი ჯგუფის ხელმძღვანელმა, მამუკა ხაზარაძემ, ახალი სათავო ოფისის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ უნიკალური შენობის აღდგენა ქალაქის იერსახის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, ეს ერთგვარი სტიმული იქნებოდა ბანკის თანამშრომლებისა და იმ კლიენტებისათვის, რომლებსაც თიბისი ემსახურება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს საბანკო სექტორი წელიწადში 30 პროცენტით იზრდება და ახალი შენობა, ქართული საბანკო სექტორის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია
მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია
მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია
მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია
მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია

უნიკალური არქიტექტურული ძეგლის, ძველი უნივერმაღის რესტავრაცია სამ წელს მიმდინარეობდა და მის აღსადგენად, 10 მლნ ლარი დაიხარჯა.