ძველი თბილისის საგზაო მონაკვეთში ვრცელი რეკრეაციული პარკის მოწყობა იგეგმება

კრწანისის რაიონში, აბანოთუბნიდან პეტრე ბაგრატიონის ძეგლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ვრცელი რეკრეაციული სივრცის მოწყობის იდეაზე მუშაობა მიმდინარეობს.

ძველი თბილისის საგზაო მონაკვეთში ვრცელი რეკრეაციული პარკის მოწყობა იგეგმება

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, თბილისის განვითარების ფონდი ადგილზე გეოლოგიურ და დენდროლოგიურ კვლევებს ჩაატარებს.

“არაერთხელ გვისაუბრია კრწანისის რაიონში, გორგასალის ქუჩაზე, აბანოთუბნიდან პეტრე ბაგრატიონის ძეგლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ვრცელი რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. გვსურს, სადაც ახლა მანქანები გადაადგილდებიან, აღნიშნული მონაკვეთი გვირაბის სახით, ქვემოთ ჩავიტანოთ, ზემოთ კი, სადაც საავტომობილო გზაა, მოვაწყოთ რეკრეაციული სივრცე.”

შეგახსენებთ, რომ პროექტის განხორციელებამდე ჩატარდება კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რამდენად შესაძლებელი იქნება აღნიშნული იდეის განხორციელება.