ძველი თბილისის, ძველი სახლის თანამედროვედ სახეცვლილი ინტერიერი, რომელიც მას განსაკუთრებულობას სძენს
რატომ იყიდება ძველ თბილისში 48 კვ.მ საცხოვრებელი 135 000$-ად?-ეს კითხვა მართლაც ლოგიკურია, თუმცა გამყიდველებს ამაზე საკუთარი ახსნა აქვთ.
მთაწმინდაზე, ძველ თბილისში, ე.წ. იტალიურ სახლში 48 კვ.მ-ის საცხოვრებელი 135000$-ად იყიდება. მისი ერთი მხარე საერთო აივნით, ეზოზე გადის. ძველი შენობის პატარა საცხოვრებელი თანამედროვედე ინტერიერითაა გაახლებული, სადაც ძველებური ქართული აგურით დეტალები განსაკუთრებულს ხდის.
უნდა ითქვას, რომ მისი კვადრატულობიდან გამომდინარე ფასი მაღალია, ღუმცა სააგენტო, რომელიც გამყიდველს მყიდველის მოძებნაში ეხმარება, გვარწმუნებს, რომ პატარა სახლს დიდი პოტენციალი აქვს, რადგან შესაძლოა ჭერის სიმაღლე 5 მეტრამდე გაიზარდოს.