ძველი თბილისის, ძველი სახლის თანამედროვე სტილი
თუკი ძველი თბილისის არქიტექტურა გიყვართ, ერთხელ მაინც გაგიჩნდებოდათ განცდა, რომ რომელიმე სახლში შეგეხედათ. ასეთი სახლების ღირებულება დიდი ხანია ევროპის სხვა ქალაქების ფასს უტოლდება. არც ეს ეს კონკრეტული საცხოვრებელია გამონაკლისი.
ათონელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი 240.000 დოლარად იყიდება. ძველებურ სახლში თანამედროვე დუპლექსის სტილის ორსართულიან ბინას, როგორც გამყიდველები გვარწმუნებენ ყველაფერი აქვს, თუმცა განსაკუთრებით მიმზიდველი ინვესტიციისთვისაა. თითოეულ სართულს საკუთარი სამზარეულო და სველი წერტილი აქვს. ასევე აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით.
ძველი სახლის თანამედროვე სტილი ახალი არაა თბილისისთვის, თუმცა ჩვენი ყურადღება ერთმა წინადადებამ მიიპყრო- “მოვლილი ეზო და მეგობრული სამეზობლო”! სწორედ ესაა თბილისის მთავარი სიმბოლო და თუკი სადმე კიდევ შემორჩა მსგავსი ურთიერთობები არა მხოლოდ ინვესტიციისთვის არამედ საცხოვრებლად საუკეთესო არჩევანი უნდა იყოს.