ოდესღაც თბილისის ძველ იპოდრომზე ცხოვრება ჩქეფდა - დოღი, ლიდერები, გულშემატკივრები - ადგილი, რომელიც გასული საუკუნის ბოლოსაც კი ცოცხალი და მხიარული გახლდათ. დოღში მთავარი გამარჯვება კი არა, მონაწილეობა იყო. ბოლო წლებში თბილისის ცენტრში არსებული მიდამო, გარიყულ ზონად გადაიქცა, რომელსაც ბეტონის ჯუნგლები არტყავს გარსს.

ძველ ფოტოებზე იპოდრომი შენარჩუნებულია ისე, როგორც უფროს თაობას ახსოვს და უყვარს, მაგრამ ჩვენ თავადაც კარგად ვიცით რა არის ახლა ამ ტერიტორიაზე…

ძველი იპოდრომის ქრონიკები – რა ბედი ელის ბეტონის შენობებით გარშემორტყმულ ტერიტორიას

დიდი სამამულო ომის შემდეგ საქართველოში დაიწყო ეროვნული საცხენოსნო თამაშების აღდგენა-აღორძინება, კლასიკური სახეობების დანერგვა. ამ მოძრაობის შედეგების დემონსტრირება თბილისში რესპუბლიკურ ასპარეზობაზე ხდებოდა მაშინდელი გარეუბნების – ვაკისა და დელისის მიდამოებში. აქ ბუნებრივი ამფითეატრული რელიეფი ქმნიდა ათიათასობით მაყურებლის განთავსების, სადოღე წრის, ხალხური თამაშების არენის, მთის დოღის ტრასის გამართვის საშუალებას.

1959 წელს დელისზე გაიხსნა ახალი სახელმწიფო იპოდრომი, რომლის არქიტექტორიც იური კასრაძე გახლდათ. 1995 წლიდან კი მისი დაარსების მოთავის, კოტე ნაჭყებიას სახელი მიენიჭა.

ძველი იპოდრომის ქრონიკები – რა ბედი ელის ბეტონის შენობებით გარშემორტყმულ ტერიტორიას

როგორც წყაროები მოწმობენ: “ბუნებრივ ნაჭაობარ ტაფობში მდ. ვერის ხეობიდან ნაციხრის ქედით შემოზღუდული ტერიტორია 57 ჰექტარ ფართობს მოიცავს, 10 000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა ფერდობის კალთაზეა შეფენილი. იპოდრომის ძირითადი საპრიზო საჭენებელი წრის სიგრძეა 1813 მეტრი. ამ წრის ნაწილი 90-იანი წლებიდან დაზიანდა იპოდრომის მონაკვეთზე სადრენაჟო კოლექტორის არასწორი დაგეგმვის გამო და 1996 წლიდან განახლებული ცხენთგამოცდის დოღები უკვე სამუშაო წრეზე ტარდებოდა (სიგრძე 1600 მ, სიგანე 12 მ). ამ წრეს გარშემო მისდევს სტიპლჩეიზის მწვანე ტრასა, 1400 მ. სიგრძის. იპოდრომის მინდორზე განლაგებული დაბრკოლებების დიაგონალური ჩართვით აქ შეიძლება ნებისმიერი მანძილის მარშუტების გამართვა. საპრიზო და სამუშაო წრეებს შორისაა სარბოლი წრე (სიგრძე 1700 მ., სიგანე 18 მ.), ვირაჟების დახრილობაა 7-9 გრადუსი. სწორი მონაკვეთების განივი დახრილობაა 1,5 გრადუსი. დელისის იპოდრომი არა მარტო ცხენგამოცდის, არამედ ეროვნული და კლასიკური საცხენოსნო სპორტის ცენტრია. აქ არის 10 თავლა, დახურული მანეჟი მაყურებლის ტრიბუნებით, ღია მანეჟი, 2 საკონკურო მოედანი”.

ძველი იპოდრომის ქრონიკები – რა ბედი ელის ბეტონის შენობებით გარშემორტყმულ ტერიტორიას

იპოდრომზე გარდა სპორტული ცხენოსნობის კერებისა, მუშაობდა საკუთრივ იპოდრომის გაქირავების პუნქტი. ამ ხაზით, აქ 60-იანი წლებიდან მყარი ტრადიციები დამკვიდრდა. მის ტერიტორიაზე იყო სამომშენებლო შპს „ქართული ცხენი“, რაიტ თერაპიის ცენტრი „მუსტანგი“, რომელიც საერთაშორისო აღიარების მეცნიერულ-მეთოდოლოგიურ ბაზას ეფუძნებოდა.

ძველი იპოდრომის ქრონიკები – რა ბედი ელის ბეტონის შენობებით გარშემორტყმულ ტერიტორიას

1996 წლიდან დელისის იპოდრომი შპს „ჟოკეი კლუბის“ საკუთრება გახდა, რომელიც იმავე წელს ჩამოყალიბდა და პარტნიორთა საბჭოს გენერალური დირექტორი ლ. ჯაიანი იყო. “ჟოკეი კლუბს” ეკუთვნოდა ყულარის ცხენსაშენი, რომელიც წმ. სისხლის ინგლისურ ცხენებს ზრდიდა.

ძველი იპოდრომის ქრონიკები – რა ბედი ელის ბეტონის შენობებით გარშემორტყმულ ტერიტორიას
ძველი იპოდრომის ქრონიკები – რა ბედი ელის ბეტონის შენობებით გარშემორტყმულ ტერიტორიას

2000 წელს მათ ჰყავდათ 38 დედა ფაშატი, 5 აჯილღა, იპოდრომზე გამოიცადა ცხენსაშენის 2-3 წლის 58 ცხენი. საკუთარი იპოდრომი და ცხენსაშენი „ჟოკეი კლუბს“ ხელს უწყობდა მიზანმიმართულ სელექციურ და სპორტულ მუშაობაში. 1998 წელს საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ ცხენოსნობის გუნდს, რომელმაც მომდევნო წლებში საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.

ძველი იპოდრომის ქრონიკები – რა ბედი ელის ბეტონის შენობებით გარშემორტყმულ ტერიტორიას

დღეს იპოდრომის ტერიტორია მოიცავს ორ განსხვავებულ სივრცეს, გაშლილ ველს წრიული გარშემოსავლელით და ყოფილი თავლების კომპლექსს – პატარა ტყეს. თითოეულ მათგანს თავისი განსაკუთრებული ღირებულება და მნიშვნელობა აქვს.

ძველი იპოდრომის ქრონიკები – რა ბედი ელის ბეტონის შენობებით გარშემორტყმულ ტერიტორიას

იპოდრომის ტყე საბურთალოს რაიონში, მიხეილ თამარაშვილისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. ტერიტორიას ჩრდილოეთით ესაზღვრება მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობები, აღმოსავლეთით – იპოდრომის ცენტრალური პარკი, ხოლო დასავლეთით – თამარაშვილის ქუჩა.

ძველი იპოდრომის ქრონიკები – რა ბედი ელის ბეტონის შენობებით გარშემორტყმულ ტერიტორიას

დაახლოებით 8 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენებულ შერეული ტიპის ტყეში, განსხვავებული ჯიშის მცენარეები იზრდება. ეს ადგილი თვალშისაცემად მიმზიდველი ბუნებრივი ლანდშაფტით გამოირჩევა, რომელიც წელიწადის ყოველ სეზონსა და დროის ნებისმიერ მონაკვეთში, მშვიდად დასვენების, ქალაქის ინტენსიური ქაოსიდან თავის დაღწევის საშუალებას იძლევა. ეს ადგილი საოცარი სიმშვიდით, განსაკუთრებული მუხტითა და კოლორიტულობით დაგამახსოვრებთ თავს.

ძველი იპოდრომის ქრონიკები – რა ბედი ელის ბეტონის შენობებით გარშემორტყმულ ტერიტორიას

ამ ტერიტორიას უმნიშველოვანესი როლი აქვს იპოდრომის მთლიან კომპლექსში, როგორც ეკოლოგიური ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით, თუმცა ტერიტორიის გარკვეული ნაწილი უკვე შეეწირა საგზაო სამუშაოებს და სხვადასხვა დეველოპერული კომპლექსების მშენებლობას.

ძველი იპოდრომის ქრონიკები – რა ბედი ელის ბეტონის შენობებით გარშემორტყმულ ტერიტორიას

ადგილობრივები ძველ იპოდრომზე ე.წ ტრიბუნების ტერიტორიასაც იხსენებენ. დიახ, ისინი დღემდე ამ ადგილს “ტრიბუნებს” ეძახიან, იმის მიუხედავად, რომ ძირითადი ნაწილები აქედან 2009 წელს გაიტანეს. ბეტონის კიბეები წლების განმავლობაში სულ უფრო იშლებოდა, მაგრამ ეს ადგილი მთლიან სამეზობლოზე დაკვირვების საშუალებას იძლეოდა და საკუთარ შინაგან მდგომარეობაზეც ჩაგაფიქრებდა. საბურთალოს მაცხოვრებლებს განმარტოებისათვის, ფიქრისთვის უკეთესი ადგილი არ ეგულებოდათ. ამიტომაც ისინი დღემდე ვერ ეგუებიან “ტრიბუნების” გადათხრას, სადაც ოდესღაც ლეღვის ხეები და მაყვალიც კი ველურად იზრდებოდა, სადაც ამდენი ბედნიერი წუთი ახსოვს მოსახლეობას, ახლა კი ეს ემოციები მხოლოდ მოგონებებმა შემოინახა.

ძველი იპოდრომის ქრონიკები – რა ბედი ელის ბეტონის შენობებით გარშემორტყმულ ტერიტორიას

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები 2020 წელს დაიწყო. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ცნობილი გახდა, რომ 36 ჰექტარ ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სივრცე უნდა მოეწყოს, სადაც გათვალისწინებული იქნება ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ-პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის ზონა და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.

ამასთან, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა დაიწყო. პროექტი 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს.

გთავაზობთ გავრცელებულ რენდერებს, თუ როგორ იგეგმება ტერიტორიის მოწყობა:

ძველი იპოდრომის ქრონიკები – რა ბედი ელის ბეტონის შენობებით გარშემორტყმულ ტერიტორიას
ძველი იპოდრომის ქრონიკები – რა ბედი ელის ბეტონის შენობებით გარშემორტყმულ ტერიტორიას
ძველი იპოდრომის ქრონიკები – რა ბედი ელის ბეტონის შენობებით გარშემორტყმულ ტერიტორიას
ძველი იპოდრომის ქრონიკები – რა ბედი ელის ბეტონის შენობებით გარშემორტყმულ ტერიტორიას

სანამ ყოფილი იპოდრომის ტერიტორია და თბილისის ცენტრალური პარკი რენოვაციის შემდეგ დღეში 10,000-15,000 სტუმრის მასპინძლობას შეძლებს, მანამდე აღსანიშნავია ინფორმაცია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი – ძველ იპოდრომთან ყველაზე მაღალი, 79-სართულიანი ცათამბჯენის აშენება იგეგმება. იპოდრომის ტყეში მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის გაშენებას „ცენტრალ პარკ ავენიუ“ აპირებს.

იპოდრომის მოედნის გვერდით მდებარე ტყეში 7 შენობა აშენდება, მათგან ყველაზე დაბალი 21-სართულიანი, ყველაზე მაღალი კი 79-სართულიანი იქნება და მისი სიმაღლე 259 მეტრით არის განსაზღვრული. ტერიტორიის ფართობი კი 80 145 კვ.მ-ია. პროექტი გააერთიანებს მულტიფუნქციურ კომპლექსს, რომლებიც ერთმანეთთან სპეციალური ხიდით იქნება დაკავშირებული.

ძველი იპოდრომის ქრონიკები – რა ბედი ელის ბეტონის შენობებით გარშემორტყმულ ტერიტორიას
ძველი იპოდრომის ქრონიკები – რა ბედი ელის ბეტონის შენობებით გარშემორტყმულ ტერიტორიას
ძველი იპოდრომის ქრონიკები – რა ბედი ელის ბეტონის შენობებით გარშემორტყმულ ტერიტორიას
ძველი იპოდრომის ქრონიკები – რა ბედი ელის ბეტონის შენობებით გარშემორტყმულ ტერიტორიას

აღნიშნული პროექტი ჯერ განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების, შემდეგ კი სამშენებლო ნებართვის გაცემისა და აშენების შემთხვევაში საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი იქნება.