ივლისში თბილისში, ძველ აშენებულ პროექტებზე ფასმა 14%-ით მოიმატა – გაიზარდა მოთხოვნა დედაქალაქის ცენტრში ძველ პროექტებზე
დედაქალაქში ძველ პროექტებში ბინებზე დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით მყიდველები დედაქალაქის ცენტრში მდებარე ძველი მშენებლობებით ინტერსებიან. შესაბამისად ლოგიკურია სტატისტიკაც, რომელიც Colliers Georgia-მ გაავრცელა.
Colliers Georgia-ს კვლევის თანახმად ივლისში თბილისში 3,597 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ივლისთან შედარებით 1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ივლისში ბნების ფასმა როგორც ძველ ასევე ახალ აშენებულ პროექტებზე მოიმატა. Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა 10%-ით, 242 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. აღნიშნულ პერიოდში დედაქალაქში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 6%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის ივლისთან შედარებით მაჩვენებელი 12%-ით არის შემცირებული.
„ივლისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში. ფართო ცენტრში კი 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2024 წლის ივლისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებსა და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, – ნათქვამია