საქართველოს არც ერთ კუთხე-კუნჭულში არ მეგულება ისეთი ადგილი, სადაც ძველი შენობა იტორიას არ გვინახავს. რაც არ უნდა ძველი იყოს - ნასოფლარი ან ნაქალაქევი, მაინც აღმოაჩენ შენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც თავს მაღლა აგაწევინებს და სიმაყის გრძნობით აგავსებს.

ამ შენობების ისტორიას ოჯახისა და გვარის ისტორიამდე მივყავართ, ხოლო თუ ჩავუღრმავდებით ქვეყნის ისტორიამდეც კი, იქამდე თუ რამდენ ჭირ-ვარამს გაუძლო ამ შენობებმა და რამდენ საიდუმლოს ინახავს, რამდენი მტრის შემოსევის მომსწრეა, მაგრამ მაინც შემოგვინახა ფრესკები, მოზაიკები, აივნები, ჭიშკრები.

ძველი არქიტექტურული ნიმუშები თანამედროვე ფუნქციით – პირველი ღვინის ქარხანა და პირველი პურის ქარხანა თბილისში

ამ მხირივ თბილისი ლიდერია, სადაც შემონახულია ძველი არქიტექტურული ნიმუშები – შენობები, რომლებიც ინახავენ ქალაქის ძველ იერსახესა და ლაზათს, უბადლო სიმდიდრეს. დღეს ორ მათგანს წარმოგიდგენთ, ესენია: პირველი ღვინის ქარხანა და პირველი პურის ქარხანა თბილისში.

თბილისში, ვასილ პეტრიაშვილისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, კუთხეში, ღვინის #1 ქარხანა მდებარობს. შენობა 1894-96 წლებში არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვის მიერაა აგებული.

XIX ს. 90-იან წლებში მიწის ფართი ღვინის ქარხნის ასაშენებლად შეისყიდა საუფლისწულო მამულების უწყებამ – „უდელი”. მას უკავშირდება ქუჩის ადრინდელი სახელწოდებაც. მშენებლობას აფინანსებდა დავით სარაჯიშვილი.

ძველი არქიტექტურული ნიმუშები თანამედროვე ფუნქციით – პირველი ღვინის ქარხანა და პირველი პურის ქარხანა თბილისში

ქარხნის შენობის საერთო სახე ეკლექტური არქიტექტურის ნიმუშია. მის გეგმაში გაერთიანებულია ორი სამნავიანი ბაზილიკის ფორმა, რაც ქართული საეკლესიო სამშენებლო ტრადიციიდან მომდინარეობს. ქართულ ეკლესიებთან მსგავსება ხაზგასმულია იმითაც, რომ ფასადები კედლის სვეტებზე დაყრდნობილი დეკორატიული თაღებითაა მორთული, თუმცა აგურის კედლებისა და თლილი ქვის სვეტების მოტივის გამოყენება, უცხოა ქართული ტრადიციისათვის და უფრო ევროპულ არქიტექტურას მისდევს.

ძველი არქიტექტურული ნიმუშები თანამედროვე ფუნქციით – პირველი ღვინის ქარხანა და პირველი პურის ქარხანა თბილისში

თბილისის პირველი ღვინის ქარხანა გამორჩეული საინჟინრო ნაგებობაა, რომელიც თავისი დროის ღვინის დამზადების ტექნოლოგიების მოწინავე ნიმუშების მიხედვით არის შექმნილი, ის კულტურული ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

ძველი არქიტექტურული ნიმუშები თანამედროვე ფუნქციით – პირველი ღვინის ქარხანა და პირველი პურის ქარხანა თბილისში

ქარხანაში განთავსებულია 2 საძველე, სადაც ხდებოდა ღვინის დაძველება. თითოეული საძველის ფართობი არის 2600 კვ. მ. დღემდე ამ საძველეებში ინახება 40 000 საკოლექციო ბოთლი ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველებით. შემონახულია ნაპოლეონ ბონაპარტისა და სხვა ცნობილი მოღვაწეების პირადი კოლექციიდან სასმელები, რაც წარმოადგენს ისტორიის საკუთრებას.

1908 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, 1942 წლამდე, იორამ თარხნიშვილი თბილისის N1 ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ მუშაობდა.

ძველი არქიტექტურული ნიმუშები თანამედროვე ფუნქციით – პირველი ღვინის ქარხანა და პირველი პურის ქარხანა თბილისში

რევოლუციის წინა პერიოდში იმპერიის ყველა საუფლისწულო მამული და სარდაფი, მათ რიცხვში: თბილისის ღვინის ქარხანა, წინანდლის, ნაფარეულის, მუკუზნის მამულები, მეფის რუსეთის სამინისტროს გავლენის ქვეშ იყო და ემორჩილებოდნენ საუფლისწულოს მთავარ სამმართველოს პეტერბურგში.

აღსანიშნავია, რომ 1921 წელს თბილისის 1 ღვინის ქარხანაში ხელით რეცხავდნენ კასრებსა და ბოთლებს, ასევე პრიმიტიული წესით ხდებოდა ღვინის გადასხმა და ჩამოსხმა. მთავარმა მეღვინემ იორამ თარხნიშვილმა, ქარხნის ადმინისტრაციის წინაშე დააყენა საკითხი, ქარხნის ახალი მანქანებითა და დანადგარებით აღჭურვის შესახებ და მალე მთავრობის დავალებით ჩამოიტანეს ღვინის გასაფილტრი მანქანები.

მან საწარმოში დანერგა კახური თეთრი ღვინოების (N8 და N2) წარმოება. ეს ღვინოები დიდი მოთხოვნით სარგებლობდა მომხმარებელთა შორის. მიიღო ენერგიული მონაწილეობა საქართველოში შამპანურის წარმოების ორგანიზაციის საქმეშიც.

ძველი არქიტექტურული ნიმუშები თანამედროვე ფუნქციით – პირველი ღვინის ქარხანა და პირველი პურის ქარხანა თბილისში
ძველი არქიტექტურული ნიმუშები თანამედროვე ფუნქციით – პირველი ღვინის ქარხანა და პირველი პურის ქარხანა თბილისში

დღეს ქარხნის ტერიტორია რამდენიმე რესტორანს, კაფესა და ბარს აერთიანებს და ერთგვარ კულტურულ სივრცედაა ქცეული, სადაც შესაძლებელია გართობა, დასვენება თუ ისტორიული შენობის დათვალიერება.

ძველი არქიტექტურული ნიმუშები თანამედროვე ფუნქციით – პირველი ღვინის ქარხანა და პირველი პურის ქარხანა თბილისში
ძველი არქიტექტურული ნიმუშები თანამედროვე ფუნქციით – პირველი ღვინის ქარხანა და პირველი პურის ქარხანა თბილისში

ღვინის ქარხანა N1 არ შემოიფარგლება მხოლოდ თავშესაქცევი ადგილებისა და კოქტეილების მრავალფეროვანი არჩევანით, არამედ ის უნიკალური ისტორიის მქონე ადგილია, კონკრეტულად კი მეღვინეობის უძველესი ისტორიით. შენობის ფასადმა შეინარჩუნა თავდაპირველი იერსახე, ხოლო მიწისქვეშეთში კვლავ ინახაება იშვიათი ღვინოების კოლექცია უსასრულო რაოდენობით.

ძველი არქიტექტურული ნიმუშები თანამედროვე ფუნქციით – პირველი ღვინის ქარხანა და პირველი პურის ქარხანა თბილისში

აჭარაბეთის ოფისი – პირველი პურის ქარხანა, 1928-1930-იან წლებში აშენდა, როგორც თბილისის #1 პურის ქარხანა. ეს ნაგებობა, რომელიც არქიტექტორმა ი. ნესტეროვმა დააპროექტა, ქართული კონსტრუქტივიზმის თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს. შენობა ჩუბინაშვილის 55 ნომერში მდებარეობს.

ძველი არქიტექტურული ნიმუშები თანამედროვე ფუნქციით – პირველი ღვინის ქარხანა და პირველი პურის ქარხანა თბილისში
ძველი არქიტექტურული ნიმუშები თანამედროვე ფუნქციით – პირველი ღვინის ქარხანა და პირველი პურის ქარხანა თბილისში

აღსანიშნავია, რომ ქარხანა 90-იანებამდე შეუფერხებლად ფუნქციონირებდა საკუთარი პროფილით, თუმცა 1990-იანი წლებიდან, მან ფუნქციონირება შეწყვიტა. ამის შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც ახლანდელი შემოსასვლელის ადგილას თონე იყო გახსნილი.

ძველი არქიტექტურული ნიმუშები თანამედროვე ფუნქციით – პირველი ღვინის ქარხანა და პირველი პურის ქარხანა თბილისში
ძველი არქიტექტურული ნიმუშები თანამედროვე ფუნქციით – პირველი ღვინის ქარხანა და პირველი პურის ქარხანა თბილისში

შენობის რესტავრაცია ახალი მფლობელის მიერ მოხდა. „აჭარაბეთმა“ “ აჭარა ჯგუფის“ მხარდაჭერით შენობის სრული რენოვაცია გადაწყვიტა. ასე რომ, ნაცვლად ახალი შენობის დაპროექტებისა, ამ კომპანიების ურთიერთანამშრომლობით ძველ ნაგებობაში, ახალი სიცოცხლე შემოვიდა და თბილისს თითქმის ასწლოვანი შენობაც დაუბრუნა.

ძველი არქიტექტურული ნიმუშები თანამედროვე ფუნქციით – პირველი ღვინის ქარხანა და პირველი პურის ქარხანა თბილისში
ძველი არქიტექტურული ნიმუშები თანამედროვე ფუნქციით – პირველი ღვინის ქარხანა და პირველი პურის ქარხანა თბილისში

„პურის ქარხანა“ წარმოადგენს მნიშვნელოვან ფასეულობას ქართული კონსტრუქტივიზმისთვის, ვინაიდან ეს არის საკმაოდ საინტერესო კონსტრუქცია, რომლის სრულად შენარჩუნება მოხდა და ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გათვალისწინებით, მოეწყო საერთოდ ახალი ტიპის, ახალი გამოცდილების საოფისე სივრცე.